logo
ENG



შიმშილობის მეხუთე დღე პარლამენტში

19 დეკ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში შიმშილობის აქცია გრძელდება. ნაციონალური მოძრაობის წევრები 5 დღეა, ამ ფორმით მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. მოშიმშილეებს უკვე აღენიშნებათ ფიზიკური სისუსტე. ახლოვდება 22 დეკემბერი, როცა სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც გაგრძელდება მსჯელობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე.

ისევ უცნობია, ჩართავენ თუ არა ონლაინ მიხეილ სააკაშვილს თავისსავე პროცესზე. გაურკვეველია, რას აპირებს შეწყალების კუთხით პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელმაც აქცენტი სასამართლოზე გადაიტანა. სწორედ ამ ფონზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალური მოძრაობის წევრების შიმშილობის აქცია. 


close დახურვა