logo
ENG



შმიჰალი: უკრაინაში უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო

06 მაი 202221:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/o8tbhy7ozunk1iz.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიჰალის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე სამხედრო.

როგორც შმიჰალმა პოლონურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის სტატისტიკა სამხედროებისას საგრძნობლად აღემატება.

"უკრაინაში დღესდღეობით უამრავი ტრაგიკული მოვლენა ხდება. ეს ფაქტობრივად არის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ომი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ. მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი ათობით ჯერ აღემატება სამხედრო დანაკარგს. ეს ნიშნავს, იმას, რომ ხდება სამხედრო დანაშაულები, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, უკრაინელების გენოციდი. ჩვენ არ გვაქვს წვდომა, თუმცა ვხედავთ საშინელ კადრებს მარიუპოლიდან. მარიუპოლში უკვე ათობით ათასი ადამიანია დაღუპული", - განაცხადა შმიჰალმა.

მისივე თქმით, მარიუპოლში შენობების 95% განადგურებულია და მათი დიდი ნაწილი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა.


close დახურვა