შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი, ეძებენ კიდევ 4 ადამიანს.
შსს-ს ცნობითვე, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.