logo
ENG



შოთაძეს აირჩევენ, დანარჩენი პროცედურა ფიქციაა - პროკურორობის კანდიდატების მოსმენა იწყება

27 იან 202007:55
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. საბჭოში წარდგენილ 17 კანდიდატს შორის გასაუბრება ანბანის მიხედვით იწყება. ერთ-ერთი კანდიდატი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ საპროკურორო საბჭოს მუშაობა ფორმალობაა და გენერალურ პროკურორად შოთაძის არჩევა უკვე გადაწყვეტილია. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ შოთაძესთან მწვავე კითხვები ექნება. ამასთან დაკავშირებით, ის პროკურატურასთან დღეს სპეციალურ განცხადებასაც გააკეთებს.

„შოთაძეს აირჩევს საპროკურორო საბჭო. დანარჩენი მთელი ეს პროცესი ფიქციაა. როგორც უბრძანებს ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას, ისინიც ხმას მისცემენ. პროცესებზე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. ფსევდოდამოუკიდებელი უწყებები იქმნება ქვეყანაში წლების განმავლობაში, რითაც ივანიშვილი დემოკრატიობანას თამაშის იმიტაციას ცდილობს“, - აცხადებს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოზიცია ხორავას საქმის გამო თავად დატოვა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა. 


close დახურვა