იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობს.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში ტარდება, თუმცა მანამდე გენპროკურორობის კანდიდატი დეპუტატებს თავის გეგმას წარუდგენს. თავისი სიტყვის შესავალში შოთაძემ გადაწყვიტა, რომ კანონმდებლებისთვის ტერმინი პროკურატურა განემარტა.
"ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან "პროკურო", "პროკურარე", რაც ნიშნავს ზრუნვას, მართვის უზრუნველყოფას, აღკვეთას. ამ სიტყვის მნიშვნელობიდანაც ძალიან კარგად ჩანს ის როლი, რაც პროკურატურას აკისრია, ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველყოფა", - განაცხადა შოთაძემ.