logo
ENG



შოთაძე ოპოზიციაზე - მხოლოდ აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა

17 თებ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 

 

 „მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველაო“, - ასე გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პერფორმანს, რომლის ფარგლებშიც, ისინი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, ამ ყველაფრით მათ შეურაცხყოფა საკუთარ თავს მიაყენეს.

 „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები, მოესმინათ მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა მსგავსი ქმედებებით თვითონ მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველაო ნათქვამია და ჩემი პოზიციაც ამ ყველაფერთან რაც თავში მოხდა სწორედ ეს არის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძე.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. მათ შოთაძის გენპროკურორობის კანდიდატადა წარდგენა გააპროტესტეს და მას „ივანიშვილის მონა“ უწოდეს.

 


close დახურვა