გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მხარს მანამ დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება.
"რუსეთმა თავისი სასტიკი, აგრესიული ომით უკრაინის სუვერენიტეტი და მთლიანობა დაარღვია," - თქვა გერმანიის კანცლერმა.
შოლცი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ, რათა უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს ფინანსური საშუალებებით, ჰუმანიტარული დახმარებით და ასევე იარაღის მიწოდებით, რომელიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება.