logo
ENG



შოლცი პუტინს: შენ ანგრევ შენი ქვეყნის მომავალს

09 აპრ 202215:41
3 წუთის საკითხავი
 
შოლცი პუტინს: შენ ანგრევ შენი ქვეყნის მომავალს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ მოსთხოვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა უკრაინაში. 

მისი შეფასებით, "პუტინს აქვს იმპერიული მენტალიტეტი მე-19, მე-18, მე-17 და სხვა საუკუნეებიდან".

ლუბეკში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო აქციაზე ოლაფ შოლცმა პუტინს მიმართა: 

„შენ ანადგურებ შენი ქვეყნის მომავალს. ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს. ასეთი რამის დავიწყება შეუძლებელია. ბერლინი დაეხმარება უკრაინას სათანადო იარაღით. ევროპის საზღვრები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს". - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. 


close დახურვა