logo
ENG



შსს-მ აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა

04 ნოე 202512:55
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/04/dqirhmvpg2ss4jv.png

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფაგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, 2025 წლის 23 ოქტომბერს სასამართლომ აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო – მას ბრალად ედებოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. გადაწყვეტილებით, სადიგოვს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხვალ, 5 ნოემბერს, საღამოს 19:20-ზე უნდა გათავისუფლდეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვი იმავე მიზეზით დამატებით 55-ჯერ დააჯარიმა 5 000- 5 000 ლარით. ცენტრის განმარტებით, ეს ჯარიმები მას 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში ერიცხებოდა, თუმცა აღნიშნულზე სადიგოვისთვის არავის ჰქონია შეტყობინება.


close დახურვა