logo
ENG



შსს-მ გუმათჰესთან ბრახუნის შედეგად რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო

27 მაი 202111:13
3 წუთის საკითხავი
 

შსს-მ გუმათჰესთან აქციის მონაწილეების მიერ  ბრახუნის გამო რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

მათი განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ.

უწყება, ასევე აცხადებს, რომ სამინისტრო დეტალურად სწავლობს ფაქტს და  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. 

გუშინ, 26 მაისს რიონის ხეობის მცველებმა თბილისიდან ისევ გუმათში გადაინაცვლეს. გუმათჰესთან გზაზე დამონტაჟებულ რკინის ჯებირებზე აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათის განმავლობაში აბრახუნებდნენ.

მათ კომპანია ენკასთან გზა ორ ლოკაციაზე გადაკეტეს - სოფელ ტვიშსა და გუმათში.

"რიონის ხეობის მცველების" ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გზა მხოლოდ კომპანია ენკას სპეცტექნიკისთვის იქნება გადაკეტილი. მისი თქმით, მოსახლეობა გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს.


close დახურვა