logo
ENG



შსს-მ ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

01 ოქტ 202009:42
3 წუთის საკითხავი
clock 2908
o4fdvsmlj1j1n90.jpg

კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო.

"ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.  დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა