logo
ENG



შსს-მ ზურაბ მენთეშაშვილი გზის გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა

01 ნოე 202520:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/01/skdw5vpnmxojwxg.png

"ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ გუშინ ზურაბ მენთეშაშვილი რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

"2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში.

აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გზის განმეორებით გადაკეტვა, "ოცნების" რეპრესიული კანონების მიხედვით, 1-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ზურა მენთეშაშვილი, გზის გადაკეტვის საბაბით, 24 ოქტომბერსაც დააკავეს. მან იზოლატორი 3 დღის წინ დატოვა.


close დახურვა