logo
ENG



შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 89 ფაქტი გამოავლინა

17 მაი 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
41p1g9i7fzbzqxs.jpg

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის 89 შემთხვევა გამოავლინა. 

პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 მოქალაქე დააჯარიმა.

7 პირი დაჯარიმდა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის.

გამოვლინდა თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.


close დახურვა