შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში უპირბადოდ სიარულისთვის 565 ადამიანი დააჯარიმა.
კომენდანტის საათის დარღვევისთვის - 103.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან არსებული შეზღუდვები.
კორონავირუსის პრევენციის საბაბით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კარანტინი 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებს.