logo
ENG



შსს-მ ცესკოსთან მსვლელობაზე 3 ადამიანი დააკავა

16 ნოე 202413:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/16/a401236y5sv07uf.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოსთან მსვლელობაზე ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის არის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა.

მუხლი ჯერჯერობით დაზუსტებული არაა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს. 

აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა. 

დღეს, ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. დღეიდან იწყება 10-დღიანი პერიოდის ათვლა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.


close დახურვა