შსს-ს თანამშრომლებმა ჭიათურაში 1969 წელს დაბადებული და წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულს ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება, რომელსაც ის სისტემატურად ყიდდა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკები რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს და ეს პროცესი ფარულად ჩაიწერეს.
პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშალება "სუბოქსინის" 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაული 6-11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.