logo
ENG



შსს-სთან აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვა სურდათ, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

22 ივლ 202021:45
3 წუთის საკითხავი
 
g9orj6qyu7dely8.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს - როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, პოლიციამ მათ გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა.

აქტივისტები და პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.

შეცვალესა“ და „გაბედეს“ აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც აქციაზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

სამინისტროსთან შეკრებილი ახალგაზრდები ბოლო დროს გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობაზე საუბრობენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადეკვატურ ქმედებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სამინისტროს აქვს დაგვიანებული რეაქცია საქმეებზე, ხოლო რიგ შემთხვევაში უწყება საქმეებს „ფარცხავს“.


close დახურვა