logo
ENG



შსს: ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით ვიძიებთ

01 აგვ 202111:00
3 წუთის საკითხავი
 

ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გადაკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავეთა დასადგენი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებან ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით", - აცხადებენ უწყებაში.

ავსტრალიის მოქალაქეს 30 ივნისიდან ეძებდნენ. ის მთაწმინდის ფერდობზე მოკლული იპოვეს. მეგობრის თქმით, ბოლოს, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკნენ, მას თავს ესხმოდნენ, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შსს-ს თანამშრომლები, კინოლოგები, მაშველები და მოხალისეები. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა