logo
ENG



შსს: აიპლიუსის გაქურდვის საქმეზე ერთი ადამიანი დავაკავეთ

03 დეკ 202111:49
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აიპლიუსის გაქურდვის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. 

უწყების ცნობით, მაღაზიიდან დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონებია წაღებული.  შემთხვევა 1-ელ დეკემბერს მოხდა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ მაღაზია "აიპლუსი" გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ხოლო 2000 წელს დაბადებული თ.რ. ამავე დანაშაულშია მხილებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია "აიპლუსის" შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის - თ.რ.-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა