logo
ENG



შსს: აფგან სადიგოვი დაკავებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე

05 აპრ 202600:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/05/r67voes83c1y93d.jpg

შსს ადასტურებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაკავებას და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, შესაბამისი საქმის წარმოება დაიწყეს.

"აფგან სადიგოვი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავეს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

აფგან სადიგოვი წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც ზეპირ სხდომაზე მოსამართლე იმსჯელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე", - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობა Facebook-ზე თავდაპირველად სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ გაავრცელა. ამის შესახებ დაწერა აფგან სადიგოვის ცოლმა სევიჩ სადიგოვამაც.

ის წერდა, რომ ჟურნალისტზე პოლიციამ დაკავებისას ფიციკურად იძალადა. ამასთან, აღნიშნა, რომ პოლიციამ სახლთან დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები წაშალა.

 


close დახურვა