logo
ENG



შსს: ბოლო 10 დღეში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

21 ოქტ 202111:07
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მათი ცნობით, დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - ჰეროინის, ალფა-პვპს და ბუპრენორფინის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა", - ამბობენ უწყებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.


close დახურვა