logo
ENG



შსს: ბოლო 24 საათში დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის 974 პირი დაჯარიმდა

22 დეკ 202011:15
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/22/r6zebknwysmd70q.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 974 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, პირბადის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (11) მუხლის შესაბამისად 870 პირი დაჯარიმდა.


close დახურვა