logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც სახლში შეიჭრა და მუქარით ტელეფონები და ფული მოიპარა

23 აგვ 202010:20
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც სახლში შეიჭრა და მუქარით ტელეფონები და ფული მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.  

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და მიიმალა.

მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინაროებს, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა