logo
ENG



შსს: დავაკავეთ ქუთაისში მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი

19 ივლ 202023:58
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი დააკავეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, თავის მეგობართან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელ ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა