logo
ENG



შსს: დავაკავეთ 2 პირი - მოგიწოდებთ, არ განახორციელოთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები

18 აპრ 202400:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/dz1nh398728fgms.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში ამბობენ, დააკავეს აქციის ორი მონაწილე.

ისინი მოუწოდებენ აქციის მოქალაქეებს, "არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები"

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ  განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში. 

აქციის მოქალაქეებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლეს, სადაც სიტუაცია სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა. 

 

 

 


close დახურვა