logo
ENG



შსს: დაკავებულმა დაზარალებულისგან, სახლის მშენებლობის დაპირებით, 645 000 ლარი მიიღო

15 ივნ 202613:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/eaayi8jallwgshv.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდბულმა მოქალაქეებს თავი წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლად გააცნო და მათთან საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმა, რის საფუძველზეც დიდი ოდენობით თანხას წინასწარ დაეუფლა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და მათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულებისთვის, ბრალდებულმა დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა, ჯამში 645 000 ლარი მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა