logo
ENG



შსს: ენმ-ის წევრზე, გიორგი მღებრიშვილზე თავდამსხმელი დაკავებულია

04 აპრ 202122:27
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ენმ-ის წევრზე, გიორგი მღებრიშვილზე თავდამსხმელი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრზე. გიორგი მღებრიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია.

უწყების ცნობით, მღებრიშვილი მეზობელმა დღეს, 4 აპრილს ცივი იარაღთ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შემთხვევა რუსთავში, საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოხდა.

შსს აცხადებს, რომ დაჭრილი გიორგი მღებრიშვილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

 ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა