logo
ENG



შსს: ვაკონტროლებთ მეორეხარისხოვან გზებს, რათა არ მოხდეს დარღვევა

01 აპრ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

"შსს-ს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ თითოეულ ქალაქში მეორეხარისხოვან გზებს, რათა არ მოხდეს საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევა",-ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მედიას განუცხადა. 

ვაჟა სირაძემ მოქალაქებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სახლში დარჩენისკენ. 

"მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დარჩეს სახლში და გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომედაცია. ვინაიდან, ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კანონი და საგანგებო მდგომარეობის შესახებ რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 3 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისთვის კი 15 000 ლარის ოდენობა. განმეორებით შემთხვევაში დარღვევა წამროადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლის ვადით",-განაცხადა სირაძემ. 

შეგახსენებთ, კომენდანტის საათის პირველი დღე გუშინ დასრულდა. საღამოს 21:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოძრაობდნენ და მოქალაქეებს ამოწმებდნენ.


close დახურვა