შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობა კიდევ ორმა ადამიანმა დატოვა. შენობაში ამ დრომდე იმყოფება ტერორისტი, რომელიც შეიარაღებულია და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს.
21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:15 საათისთვის ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ტერორისტი შეიჭრა. მან მძევლად აიყვანა ბანკში მყოფი 20-მდე ადამიანი და მოითხოვა ნახევარი მილიონი დოლარი და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტია.
ტერორისტმა დღის განმავლობაში 3 მძევალი გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.