logo
ENG



შსს: თბილისში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს

02 ივნ 202612:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/02/c6ftzgz2lfmxn5i.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის 2 მეგობარი - თუმცა, ორივე მათგანმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფარა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა