logo
ENG



შსს: კაცმა ცოლს მაშინ დაარტყა, როცა ხელში ჩვილი ეჭირა, ბავშვმა გონება დაკარგა და დაიღუპა

09 მარ 202112:15
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ქალს ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა.

უწყების ცნობით, ბავშვმა გონება დაკარგა და დაიღუპა. მათი ინფორმაციით, კაცი დაკავებულია, მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით კი დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა