logo
ENG



შსს: კაცმა 82 წლის ნათესავი ქალი მოკლა და მისი ტელევიზორის ლომბარდში ჩაბარება სცადა

18 მარ 202210:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/18/7pcfk3k26dyblz4.jpg

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, გლდანში 82 წლის ნათესავ ქალს თავის ბინაში ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში ამბობენ, რომ კაცმა ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარება სცადა, თუმცა ვერ შეძლო.

"იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.

პოლიციამ კაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა