logo
ENG



შსს: კახეთში ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ერთი ადამიანი დავაკავეთ

09 ივლ 202110:35
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში, ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა - 2004 წელს დაბადებული ლ.გ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა