logo
ENG



შსს: მამის მკვლელობისთვის 22 წლის შვილი დავაკავეთ

21 მარ 202111:16
3 წუთის საკითხავი
 
შსს: მამის მკვლელობისთვის 22 წლის შვილი დავაკავეთ

გურიაში შვილმა მამა მოკლა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის დროს ახალგაზრდა კაცმა მამას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევა სოფელ ნატანებში, 2021 წლის 21 იანვარს მოხდა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლიდ კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა