logo
ENG



შსს: რუსთავში 24 წლის ქალმა 79 წლის მეზობელი მოკლა

25 აგვ 202118:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/25/02fq68s6ozhmzxr.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში 24 წლის ქალმა, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 79 წლის მეზობელი მოკლა. 

უწყების ინფორმაციით, ქალმა მოხუცს ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა