logo
ENG



შსს: სენაკში, ქალი სანადირო თოფით მოკლეს - დამნაშავე დაკავებულია

02 ივნ 202613:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/02/puv02ne0yrder1z.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ნაცნობი ქალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა