logo
ENG



შსს: სოფელ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის 1 პირია დაკავებული

09 სექ 202009:47
3 წუთის საკითხავი
 
l4ekcbmnduwn4pc.jpg

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ სოფელ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის 1 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის, მამის და დედის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ბრალდებული ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა.

"გამოძიება ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა