შსს-ის ცნობით, დღეს, 7ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ უწყებაში შეტყობინება შევიდა.
სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი აპარატების ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები", - წერია შსს-ის განცხადებაში.