logo
ENG



შსს აქციაზე "კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით" იმუქრება

04 ოქტ 202510:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/04/nrw5vv4j339ejux.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციას განცხადებით ეხმაურება და 
"კანონდარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით" იმუქრება.

განცხადებაში შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, "შეკრება გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას". 

"საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა