logo
ENG



შსს - ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დავაკავეთ

20 ივლ 202013:51
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავეს.

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაიწყო. 

ცნობისთვის, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი 19 ივლისს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ქალი დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა