შტორმმა ვენეციაში მორიგი მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქში ძლიერი ქარია და გადაუღებლად წვიმს. შედეგად ვენეციის არხებში წყლის დონემ 116 სანტიმეტრით მოიმატა, რაც წლის ამ პერიოდისთვის რიგით მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რეკორდული ნალექის გამო დაიტბორა ქალაქის ტერიტორიის მეოთხედი, მათ შორის ცენტრალური, წმინდა მარკოზის მოედანიც. მეტეოროლოგები ვენეციაში წყლის დონის მომატებას დღეს ღამითაც ვარაუდობენ.