logo
ENG



შხელდაზე მყოფი 3 მთამსვლელი მაშველებმა გამოიყვანეს

11 აგვ 202411:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/11/gabobhbfgapxa8f.jpg

მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი 3 მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მთამსვლელების ცნობით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

"შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - ამბობენ შსს-ში.


close დახურვა