„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავიმ, რომელიც ყატარის „ალ-სადში“ მწვრთნელის პოსტს იკავებს, განაცხადა, რომ კორონავირუსისგან განიკურნა.
ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ესპანელმა ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დაუბრუნდა ოჯახსა და საკლუბო საქმეებს.
ყატარის ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ, „ალ-სადი“ გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა. ქვეყნის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, 24 ივლისს განახლდა.