logo
ENG



ჩანს, რომ საქართველო მზადაა რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად - გავრილოვი

30 იან 202008:08
3 წუთის საკითხავი
 

"ჩანს, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად", - ასე გამოეხმაურა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. 

პარლამენტსკაია გაზეტასთან" საუბრისას რუსეთის დუმის დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმადაც საქართველო, ევროპის საბჭოს ეგიდით მაისში, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის მისაღებად მზად იმის მიუხედავად არის, ნამყოფია თუ არა მისი ზოგიერთი წევრი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

გავრილოვმა ზურაბიშვილის განცხადებას „სერიოზულ სიგნალი" უწოდა.

„როგორც ჩანს, საქართველო მზად არის აქტიური ნაბიჯები გადადგას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად ყველა მიმართულებით, დიპლომატიური ურთიერთობებისა და ელჩების გაცვლის ჩათვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ფაშიზმზე გამარჯვების იუბილეს მოახლოებასთან ერთად. საქართველო იყო მრავალეროვანი: რუსები, სომხები, ქურთები, აფხაზები... ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვანი რესპუბლიკა", - განაცხადა სერგეი გავრილოვმა. 

 

 


close დახურვა