ჩემი ცოლის დაქალების ახალი, მე-17 სეზონის გადაღებები დაიწყო.
სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ ქუდის გადაღებები უკვე დაწყებულია, სრულმასშტაბიანი გადაღებები კი ორშაბათიდან დაიწყება.
მისი ინფორმაციით, სერიალი კვირაში 3 დღის ნაცვლად 2 დღე გავა. ის ამბობს, რომ სერიალში ბევრი სიახლე იქნება, მათ შორის ახალი სახეები და ახალი თემები.
ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის სერიალია, რომელიც 2011 წლიდან გადის.