logo
ENG



ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალური მატჩებით ბრუნდება

07 აგვ 202012:06
3 წუთის საკითხავი
clock 569
5md4bnwx182nlxc.jpg

კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს, 7 ივლისს ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განახლდება.

დღეს ორი მატჩი გაიმართება, კერძოდ კი ტურინის "იუვენტუსი" , რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად 0:1 დათმო, "ლიონს" უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.

დღის ცენტრალური მატჩი კი  "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება იქნება. "სიტიმ" პირველი მატჩი მადრიდში 2:1 მოიგო და მადრიდელთათვის საქმე რთულად არის. 

დანაკლისი ორივე გუნდში დიდია, მადრიდელებს გუნდის კაპიტანი - სერხიო რამოსი და გარეტ ბეილი დააკლდებათ, "სიტის" კი სერხიო აგუერო და ბენჟამინ მენდი. 

ორივე დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


close დახურვა