logo
ENG



ჩემს ძმას დაპირისპირების შედეგად წარბი აქვს გახეთქილი - მალხაზ მაჩალიკაშვილი

24 ივლ 202019:43
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ დუისში მცხოვრები ქისტი და სოფელ მატანში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად ორი პირია დაზარალებული, მათ შორის ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმაა. მომხდარს უკვე იძიებს შს სამინისტო. 

დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მატანის მკვიდრი დუისში ავტომობილით ქათამს დაეჯახა. დუისელმა ახალგაზრდებმა კი მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

იმავე საღამოს ახმეტიდან ხეობაში მაქნანით ბრუნდებოდა  მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, რა დროსაც მატანის მაცხოვრებლებმა მისი მანქანა გააჩერეს, რასაც პიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მის ძმას წარბი აქვს გახეთქილი, ზურგზე კი დაჟეჟილობები აღენიშნება.  

დაპირისპირების გამო სოფელ დუისის უხუცესებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება გნმუხტულია.

 

 

 

 


close დახურვა