logo
ENG



ჩეჩნეთში ოპოზიციონერ აქტივისტს ბოდიშის მოხდა ძალადობით აიძულეს და დამცირება ვიდეოზე ასახეს

08 სექ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 
kzuphn0rf8xvnhg.jpg

ჩეჩნეთში ოპოზიციონერ აქტივისტს ბოდიშის მოხდა მუქარით და ძალადობით აიძულეს.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, 19 წლის აქტივისტი ამბობს, რომ თავს ისჯის - ის ბოთლზე ჯდება.

გამოცემა Кавказ.Реалиям წერს, რომ ახალგაზრდის სახელი სალმან ტეპსურკაევია და ის ოპოზიციური ტელეგრამ არხის, 1ADAT მოდერატორი იყო.

ოპოზიციონერი ვიდეობლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი ამბობს, რომ მომხდარი თვით რამზან კადიროვის რეჟიმისთვისაც ექსტრაორდინალრულია.

"აქამდე განსხვავებული აზრის გამო გვაწამებდნენ, გვიტაცებდნენ, გვასამართლებდნენ გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეებით, გვაიძულებდნენ საჯაროდ ბოდიშის მოხდას და გვხოცავდნენ, ახლა კადიროვმა დასჯის  მეთოდები გააფართოვა".

ტელეგრამის არხი 1ADAT რამდენიმე თვის შექმნილია. ის ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების შექმნილია. არხზე ვრცელდება კადიროვის რეჟიმის დანაშაულების, ადამიანების გატაცებების და დაკავებების შესახებ.

ბოლო 5 თვეში არხმა 5 ათასზე მეტი გამომწერი შეაგროვა. 1ADAT-ის შემქმნელები და მათი გამომწერები თავს კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებს უწოდებენ. მათი გამომწერების დიდი ნაწილი ჩეჩნეთიდანაა.


close დახურვა