logo
ENG



ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩაფრინდებიან

15 მარ 202211:53
3 წუთის საკითხავი
 

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრ ფიალა წერს. ვიზიტის მიზანია დაადასტუროს ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

"დღეს ჩვენ პოლონეთის პრემიერმინისტრტ მატეუშ მორავეცკისთან, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და სლოვენიის პრემიერმინისტრ იანეზ იანშასთან ერთად ჩავდივართ კიევში, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ შმიგალს", - წერს ფიალა ფეისბუქზე.

როგორც ჩეხეთის პრემიერი წერს, ვიზიტი შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიანთან კონსულტაციით მომზადდა.

"ამ ვიზიტის მიზანია, ასევე, უკრაინისა და უკრაინელებისთვის მხარდაჭერის ფართო პაკეტის წარდგენა", - ამბობს ფიალა.


close დახურვა