ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში ჩასვლას აპირებს. პაველთან ერთად კიევს სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვაც ჩავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პეტრ პაველი გეგმავს უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს, რომლის ფარგლებშიც მოხდება კიევში ვიზიტის განხილვა.
ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევებში გუშინ გაიმარჯვა. მეორე ტურის დროს პაველმა ხმათა 57.5% მიიღო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პაველი ამბობდა, რომ გამარჯვებს შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.